ბექა ვაჭარაძე - ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება


ავტორი
Front News საქართველო
ფოთის ცენტრალური პარკის განვითარება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში იგეგმება ახალი ატრაქციონების დამატება და არსებული სივრცეების განახლება, რათა კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გარემო შეიქმნას მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის.
სასიამოვნო სიახლეები პარკის თანამშრომლებს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პირადად გააცნო.
"ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება.
ცენტრალურ პარკში მალე დაემატება ახალი ატრაქციონები და დაგეგმილია არაერთი სიახლე პარკის სტუმრებისთვის.
ამასთან ერთად, ვმუშაობთ პარკის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც, რათა მათ ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს ქალაქის კულტურული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს