
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კუნძულის უბანში დასრულდა ერეკლე მეორის, პეტრე იბერისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. ამავე უბანში მიმდინარეობს სამუშაოები შევჩენკოს ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე.
დასრულებული სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
"ჩვენი მიზანია, ფოთის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
კუნძულის უბანში, უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, ზურაბ ნანავას, სოხუმის და მიქაბერიძის ქუჩების მოწყობა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს