ბექა ვაჭარაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, მათ შორის, ყველაზე პრიორიტეტული წყლის სპორტის სახეობებია


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
ვაჭარაძის განცხადებით, გუნდთან ერთად, მის მიზანს წარმოადგენს ფოთში სხვადასხვა სახეობის წყლის სპორტის განვითარება, რაც გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონკურსების ჩატარების საფუძველი.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, მათ შორის, ყველაზე პრიორიტეტული წყლის სპორტის სახეობებია, იმიტომ, რომ ეს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს გვანიჭებს ჩვენ სხვა ქალაქებთან მიმართებით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, ამას ვხედავთ, როგორც დამატებით შესაძლებლობას ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ვგეგმავთ აფროსნობის, წყალსათხილამურო სპორტის განვითარების მიმართულებით და აქ წელსვე გვექნება მნიშვნელოვანი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი წყალსათხილამურო სპორტში. ეს იქნება წინაპირობა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა ჩვენს ქალაქში. ძალიან გვინდა, რომ 1991 წლის შემდეგ პირველად, ეს მასშტაბური ჩემპიონატი ჩავატაროთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი და სპორტის მინისტრი საქმის კურსში არიან და მიდის ინტენსიური მუშაობა“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
მან ასევე ისაუბრა ახალგაზრდულ ჰაბზე, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და რომლის აღდგენაც "ქართუ ფონდის" დაფინანსებით მოხერხდა.
"ე.წ. ძველი უშიშროების შენობაში - ასე იცნობენ ფოთელები ამ შენობას, თუმცა, ახლა ეს უკვე ახალგაზრდული ჰაბია, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. შენობა, ფაქტობრივად, განადგურების პირას იყო მისული და მისი რეაბილიტაცია "ქართუ ფონდის" დახმარებით განხორციელდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ცენტრალურ ხელისუფლებას. სიმბოლურია, რომ ეს ძველი, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ულამაზესი არქიტექტურის არის, ახალ სიცოცხლეს სწორედ ახალგაზრდების მიმართულებით შეიძენს", - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს