Logo

ბექა ვაჭარაძე - ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების გასაგრძელებლად

პოლიტიკა
130
Frontnews image description

70-ე ოლქში, მე-8 უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ. ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.

"ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს განვითარების გასაგრძელებლად და განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასაყვანად.

ფოთელები ყოველთვის მშვიდად და სამართლიანად აკეთებენ არჩევანს.

დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქალაქში, ისე სრულიად საქართველოში, დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის და ჩვენ ასე ერთად გავაგრძელებთ ქალაქისა და ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას", - განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ.

Advertisement