
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.
მაკალათიას და ჭონქაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტბეტონის საფარის ორი ფენა და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
როგორც ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სამუშაოები როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაც ეტაპობრივად ქალაქის ყველა ქუჩას მოიცავს.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს