Logo

“ბელარუს 1”-ის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლას აპირებდა

უკრაინა
1231
Frontnews image description

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბელარუსის სამთავრობო არხ “ბელარუს 1”-ის  მტკიცებით, 36 წლის გიორგი ზირაქაშვილი საომრად ბელარუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველოში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.

 

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, 36 წლის ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა შემდეგ წესების დარღვევის გამო ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვიტა, უკრაინაში წასულიყო და “ქართულ ლეგიონში” გაწევრიანებულიყო. 

 

მედია ამტკიცებს, რომ უკრაინის საელჩომ ზირაქაშვილს ურჩია, უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო. 

 

“ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანის შესახებ ლეგიონში ინფორმაცია არავის აქვს და მას რომ “ქართული ლეგიონისთვის” მიემართა, აუხსნიდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში ბელარუსიდან არ უნდა წასულიყო. 

თაგები:

უკრაინა
Advertisement