ბელარუსის სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა


ავტორი
Front News საქართველო
ბელარუსში სასამართლომ გერმანელ ექიმს, 30 წლის რიკო კრიგერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის სასამართლომ დახურულ პროცესზე ექვსი მუხლით ცნო დამნაშავედ, მათ შორის ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში, – ინფორმაციას ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვესნა“ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კრიგერი “წითელი ჯვრის“ მედიკოსია. ის ბელარუსში 2023 წლის ნოემბრიდან არის დაპატიმრებული. ორგანიზაციაში არ იციან, შევიდა თუ არა ძალაში განაჩენი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მინსკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს, თუმცა უწყებას განცხადებაში სახელი არ დაუკონკრეტებია. სამინისტროს ცნობით, უწყება მოქალაქეს საკონსულო დახმარებას უწევს და ინტენსიურად მუშაობს ბელარუსის ხელისუფლებასთან.
თაგები:
ბელარუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს