Logo

ბელგიის მეფე და ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

პოლიტიკა
170
Frontnews image description

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს,  ბელგიის მეფე  ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს  თანამემამულეს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე  დენის ბეჩიროვიჩი.

მისალოც წერილში დენის ბეჩიროვიჩი  იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები