ბელიაშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა


ავტორი
Front News საქართველო
ბელიაშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა.
გადაცემა “კვირის ფორმულა” იმ სახლში მცხოვრები მოქალაქე ჩაერთო, რომელშიც ტყვიამ ფანჯარა ჩაამსხვრია. ქალმა აღნიშნა, რომ ხუთჯერ გაისროლეს.
მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
“დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო”- აღნიშნა მან.
მოქალაქის თქმით, ტყვია შევარდა მე-14 სართულზე მდებარე სახლშიც.
“ჩვენ მე-16 სართულზე ვართ. მე-14 სართულზე ორივე შუშა დაზიანდა და შევარდა [ტყვია]. გაატარა ტყვია ორივე შუშამ და ღმერთის წყალობით გადავრჩით”, – აღნიშნა მან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს