
ავტორი
Front News საქართველო
Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება და თანამშრომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.
“დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს ძალოვანი უწყებები] არიან დაინტერესებული ამ გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, თუ მათ სურთ გაგვიზიარონ მონაცემები – საეჭვო ადამიანების ნებისმიერი მოძრაობა, საზღვრის გადაკვეთა და ყველაფერი, რაც მათი აზრით, საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“, – განაცხადა გროზევმა ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში.
მისივე თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელმაც გამოიკვლია პოლიტიკოსის ნიმუშები, გაიარა კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიურ იარაღზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია სავარაუდოა.
გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივი – მისი თქმით, სააკაშვილი “შეყვანილია FSB-სა და GRU-ს მტრების სიაში, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“.
4 იანვარს სააკაშვილმა საჯაროდ სთხოვა გროზევს, გამოეძიებინა მისი სავარაუდო მოწამვლა.
თაგები:
ქრისტო გროზევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს