ბენ უოლესი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს


ავტორი
Front News საქართველო
ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს, კერძოდ, ეს მოხდება უახლოესი სამთავრობო ცვლილებების დროს, – ამის შესახებ მან The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
“პოლიტიკაში მოვედი შოტლანდიის პარლამენტიდან 1999 წელს. ეს უკვე 24 წელიწადია. შვიდ წელზე მეტი გავატარე სამ ტელეფონთან ჩემს საწოლთან”, – აღნიშნა უოლესმა.
უოლესი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა სამი სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის დროს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაერთიანებული სამეფოს პასუხში რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
მანამდე ის მსახურობდა მინისტრად ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
The Times, ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უოლასმა თანამდებობიდან შესაძლოა, შემოდგომაზე გადადგეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატია ჯონ გლენი – სამეფო ხაზინის მთავარი მდივანი. სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან უშიშროების მინისტრი ტომ ტუგენდატი და საგარეო საქმეთა მინისტრს ენ-მარი ტრეველიანი.
თაგები:
ბენ უოლასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს