Logo

ბენ უოლესი – რუსეთს დასავლეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განზრახვა და შესაძლებლობა აქვს

მსოფლიო
1254
Frontnews image description

რუსეთი შესაძლოა, დასავლეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავდეს. ამისათვის მას აქვს სპეციალური წყალქვეშა ნავები და ჯაშუშური ხომალდები, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსებს აქვთ სპეციალური საზღვაო პროგრამა, რომლის მიზანია მონიტორინგი ან თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეკუთვნის მათ მოწინააღმდეგეებს.

 

“მათ აქვთ მთელი რიგი წყალქვეშა ნავები და სხვა აღჭურვილობა, ჯაშუშური ხომალდები და ყველაფერი, რაც სპეციალურად ამ მიზნებისთვის არის შექმნილი“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

ამიტომ, მისი თქმით, დასავლეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ტერიტორია ახლა დაცვას საჭიროებს.

 

“რაც შეგვიძლია ვთქვათ, უეჭველად არის ის, რომ რუსეთს აქვს განზრახვა და შესაძლებლობა, მიზნად ისახავდეს დასავლეთის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ჩვენ უნდა გვქონდეს განზრახვა და უნარი დავიცვათ იგი”, – განაცხადა უოლესმა.

 

4 მაისს ნატოს დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა,  წყალქვეშა კაბელებზე ან დასავლეთის ქვეყნების სხვა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს.

თაგები:

ბენ უოლასი
Advertisement