ბენჟამინ ჰადადი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ არჩევნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას


ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად ვღელავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.
“როგორც იცით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, თუმცა ევროკავშირი ღირებულებების ერთობაა – კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, სამოქალაქო საზოგადოების, უმცირესობების/ლგბტ უფლებების პატივისცემით. ამ კუთხით, საქართველოში არსებული მდგომარეობა ჩვენ გვაღელვებს. ამ მხრივ გვაქვს წერილი, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის მიერ შემოთავაზებული, რომელსაც ასევე შევთავაზებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცენ არჩევნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ევროკავშირის შუაგულშია.
თუ საქართველოს სურს განაგრძოს თავის ევროპული გზა, ის რაც ჩვენ გვსურს, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებას, მათ პატივი უნდა სცენ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს”, – განაცხადა ბენჟამინ ჰადიდმა.
თაგები:
ბენჟამინ ჰადადი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს