ბექა ბასილაია – ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას


ავტორი
Front News საქართველო
27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძემ, რომლის დაკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვდა, სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს.
“ჩვენ ვითხოვდით ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, თუმცა მან სასამართლოს შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო პროცესზე მაინც მოვა, სადაც დადასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება ამტკიცებდა სახელწმიფო ბიუჯეტს, ზუსტად იგივე ხარჯებით ფინანსდებოდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბრალდება აქვს წარდგენილი”, – აცხადებს ბექა ბასილაია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს