ბექა ბასილაია – ეს საზღვრის უკანონოდ კვეთის კი არა, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეა

ავტორი
Front News საქართველო
ეს ისეთივე ვითარებაა, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა გროზნოდან საქართველოში. ეს პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ისეთი ვითარებაა, ზვიად გამსახურდიასთვის საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი რომ წარედგინათ.
“სააკაშვილის წინააღმდეგ 2014 წლიდან პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის კი არა, არამედ პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საქმეა. ეს ისეთივე ვითარებაა, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა გროზნოდან საქართველოში. ზუსტად ისეთი ვითარებაა ახლაც, რომ მაშინ ზვიად გამსახურდიასთვის საზღვრის უკანონო კვეთის გამო ბრალი წარედგინათ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაჩენი შესაძლოა, 14 მარტს გამოცხადდეს.
თაგები:
ბექა ბასილაია




