ბექა ბასილაია – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატი ბექა ბასილაია გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება, ეს დანაშაულები არის გაფლანგვა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მართალია “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება იმით, რომ თითქოსდა რეისი რომელიც შესრულდა კერძო მიზნებით, სახელმწიფო ქონების გამოყენებით და დაჯდა მრავალი ათეული ათასი ლარი, ეს დაიფარა თითქოსდა ვიღაცის ჯიბიდან.
ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი და სიტყვიერ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ვერანაირად ვერ დავეყრდნობით, როდესაც ჩანს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები და მეორე, თუნდაც დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი დაფინანსდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც დანაშაულია და არანაკლები სიმძიმის, ეს არის კორუფციული დანაშაული”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თაგები:
ბექა ბასილაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს