
ავტორი
Front News საქართველო
ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მომდევნო სასამართლო პროცესის 29 ნოემბერს ჩანიშვნის გადაწყვეტილებას.
“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდეგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ უსამართლობას აქვს ადგილი. მათ ეშინიათ, რომ ტელეეკრანიდან გამოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილავს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა.
“თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ ვუზრუნველყოფდით, იმ ეკრანზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდებოდა, უკან მდგარიყო კამერა. ამის მათ ეშინიათ, იმიტომ რომ არაერთგზის ასეთი რამე ჩვენ გავგვიკეთებია”, – განაცხადა ბასილაიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს