
ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მას უკვე შიმშილობისგან გამოწვეული ტკივილები დაეწყო.
“მას უკვე დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები შიმშილობისგან გამოწვეული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით, იმედია, საღამოს მისი პირადი ექიმი მოახერხებს მასთან შესვლას”, – განაცხადა ბასილაიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასასწრებად მზად იყო, თუმცა პენიტენციურ სამსახურს ის პროცესზე არ გადაჰყავს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს