ბექა ბასილაია – ყველა აუცილებელ იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ, რაც მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერსებისთვის იქნება საჭირო


ავტორი
Front News საქართველო
ყველა აუცილებელ და საჭირო იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ, რაც მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერსებისათვის იქნება საჭირო, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ Front News-ს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ
პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. ბასილაია მადლობას უხდის ყველას, ვინც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გამო შეწუხებულია.
“მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკაშირებით აქვს წუხილი. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ყველა მოქალაქისათვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მითუმეტეს როცა ის შიმშილობს. ყველა აუცილებელ და საჭირო იურიდიულ მექანიზმს გამოვიყენებთ, რაც მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერსებისათვის იქნება საჭირო. რაც შეეხება დეტალებს, ეს საზოგადოებას ეცნობება მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განაცხადა ბასილაიამ.
პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს