
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას ადვოკატს ბექა ბასილაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბასილაია სოციალურ ქსელში წერს.
"გუშინ (22.04) გამომივლინდა სიმპტომი (ხველა), დღეს დილით (23.04) PSR-მა დადებითი აჩვენა. ორშაბათიდან ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მგონი ყველას პირადად შევატყობინე.
როგორც ამიხსნეს, მცირე ალბათობით არის შანსი, რომ წინა კვირაშიც გადამდები ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, წინა კვირის კონტაქტებთან პირადად შეხმიანებას უბრალოდ ვერ შევძლებ (ჯერ ნიკას პროცესი იყო, შემდეგ გიო მუმლაძის) უამრავ ადამიანს შევხვდი და მივესალმე, თითქმის ყველანი სავარაუდოდ, მეგობრებში მეყოლებით, ამიტომ ვდებ ამ პოსტს, ინფორმირებისთვის", – წერს ბექა ბასილაია.
ამავე პოსტის კომენტარებით ცნობილი ხდება, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა ციხეში მყოფ ნიკა მელიასაც. ამის შესახებ მისმა თანაპარტიელმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა.
"ბოლოს ორშაბათს შევხვდი ნიკას, თუმცა, გარდა ამისა, ნიკას მინის ბარიერის მიღმა და სპეციალური აღჭურვილობით ვხვდებით, შესაბამისად, გადადების შანსი არ არსებობს", – აღნიშნავს ბექა ბასილაია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს