Logo

ბექა დავითულიანი – ჩანს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში ერთგვარ ლიდერად გამოიკვეთოს

პოლიტიკა
313
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის შიდა საკითხია.

 

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები არ აქვს და ყველამ იცის, რომ ეს პროცესი არის ფორმალური, მხოლოდ რეაქცია კონსტიტუციის დარღვევაზე.

 

“სტატუსის მიღებისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს 12 პუნქტი. სტატუსის მიღებისას, 12 პუნქტის შესრულება-არშესრულების საკითხი შეიძლება გახდეს გარკვეული საბაბი არმოცემისთვის ან მსჯელობისთვის, რომ ეს გაასწორეთ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ნამდვილად ქვეყნის შიდა საკითხია. ყველამ ვიცით, რომ იმპიჩმენტი არის ფორმალური, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ამდენი ხმა და ეს არის რეაქცია კონსტიტუციის დარღვევაზე, მეტი არაფერი. შესაბამისად, არ მგონია, რომ ბევრი სანერვიულო ჰქონდეთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს ამ თვალსაზრისით. მათაც იციან, რომ ეს ასე არ არის და ეს არის ფორმალური პროცედურა. არ მგონია, კრიტერიუმების ხარისხში იყო ეს პროცესი აყვანილი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, ბექა დავითულიანის განცხადებით, ჩანს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ფლანგზე, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში ერთგვარ ლიდერად გამოიკვეთოს. მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღების გაზრდილი მოლოდინის პირობებში, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიითვისოს პოზიტიური შედეგები, რაც ამას მოჰყვება.

 

“არ ვიცი, რაზე შეიძლება ჰქონოდათ საუბარი, თუმცა ბოლოს დროს იკვეთება და ჩანს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაც ფლანგზე, რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებში გამოიკვეთოს ერთგვარ ლიდერად. გულწრფელები რომ ვიყოთ, მიდის ნადირობა ევროკავშირის სტატუსის ბენეფიტების მიღებასთან დაკავშირებით. გავიგეთ, იმპიჩმენტის საკითხს რომ მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არსებული ჯგუფებიდან, ეს წინასწარ ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ. დღეს ისინი რაზე იმყოფებოდნენ, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ პროცესები გვაჩვენებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდონი გაიზარდა და გაზრდილი მოლოდინის პირობებში, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიითვისოს პოზიტიური შედეგები, რაც ამას მოჰყვება. ცდილობენ, მიითვისონ, თითქოს მათ შეძლეს სტატუსის მოპოვება, რაც რეალობიდან ძალიან შორს არის, რადგან ყველამ ვიცით, არავის, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღია ამ პროცესში. ხელისუფლება მარტო ასრულებდა რეკომენდაციებს. ერთადერთი, დეპოლარიზაცია ევალებოდათ და იმაშიც არ გამოგვყვნენ. იმედი მაქვს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება და ეს ნამდვილად არ იქნება ოპოზიციური ჯგუფების დამსახურება. ეს იქნება ქართველი ხალხის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები