Logo

ბექა დავითულიანი – ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ

პოლიტიკა
942
Frontnews image description

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე  გამოვიყენოთ.  პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი  ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

“იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთის მხრივ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის  განხორციელებას – ევროკავშირთან დაახლოებას და მეორეს მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები