
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა დავითულიანის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინას, ხელისუფლების დამოკიდებულებებიდან გამომდინარე არ უნდოდა, რომ საქართველოს ხელი მოეწერა 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
“ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოვაწერეთ ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, თქვენ თქვით, რომ 40 ქვეყანაა და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი ამ ორმოცს შორის ჩვენ რატომ არ ვართ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, გავარკვევ, გიპასუხებთ.
შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ შენ მოგეწერა ხელი, ესეც შეიძლება მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ ვიცი, გავარკვევ, გიპასუხებთ”, – განაცხადა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს