Logo

ბექა დავითულიანი – ძალიან გვინდა, რუსები, მისი საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან გავყაროთ, პუტინს პატარა ჰიტლერი ვუწოდოთ, მაგრამ დღეს ამის ძალა არ გვაქვს

პოლიტიკა
737
Frontnews image description

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ქვეყანას უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

“საქართველოს პრორუსულობაში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა. ჩვენ ნანახი გვაქვს შედეგები, როგორ მძიმედ მთავრდება, როდესაც ძალიან მკაფიო ნაბიჯებს ითხოვენ ხოლმე პარტნიორები. ჩვენ გვინდა, დასავლურ ოჯახში შევიდეთ და მისი სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ არ გვინდა, ეს ამ ქვეყნის განადგურების ხარჯზე გავაკეთოთ, რადგან თუ ევროკავშირში შესასვლელი აღარაფერი იქნა და ერთი მთლიანი შენობა არ დაგვრჩა, რა შევიყვანოთ? 

 

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას და დღევანდელ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ქვეყანას უსაფრთხოების რისკებს გაუზრდის. უსაფრთხოების რისკების გაზრდა და გამწვავება გამოიხატება მათ შორის, ორმხრივი სანქციების დაწესებაში, რომელიც უკვე მოგვთხოვეს, მკაფიო აგრესიულ რიტორიკაში, რომელსაც პერიოდულად გვთხოვენ და ვერ ვშვრებით. განა არ ვშვრებით, ვერ ვშვრებით. 

 

ძალიან გვინდა, რუსები, მისი საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნიდან გავყაროთ, პუტინს პატარა ჰიტლერი ვუწოდოთ, რომელიც ნამდვილად არის, მაგრამ დღეს ჩვენ ამის ძალა არ გვაქვს, რადგან თუ ამას პასუხი მოჰყვა, ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. (1tv.ge)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები