ბექა დავითულიანი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ მყარად დგას ამ რეგიონში


ავტორი
Front News საქართველო
კონგრესმენების დღევანდელი განცხადების შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
უმრავლესობის დეპპუტატის თქმით, ეს განცხადება მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
“ამ ვიზიტის და კონგრესმენების დღევანდელი განცხადების შინაარსი ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადავედით უკვე კონკრეტულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უფრო აქტიურ ფაზაში, ანუ, კონგრესმა მოუწოდა სავაჭრო პალატის წარმომადგენლობას, რომ უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოხდეს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება აშშ-ის მხრიდან საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ძალიან ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის ეს სიკეთე, რაც გაზრდის ჩვენ პოტენციალს, როგორც ეკონომიკურს ასევე თითოეული მოქალაქისთვის იქნება აშშ-ის ეს მხარდაჭერა ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახები.
ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონალურ კონტექსტში და იმ ესკალაციის პირობებში, რომელიც ჩვენს რეგიონში სამეზობლოში ვითარდება. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ეს გზავნილი განვლილი დღეების განმავლობაში ჩვენს რეგიონში გაკეთებული განცხადებების ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს რომ რაღაც წითელი ხაზები მონიშნოს, რეგიონში და აშშ-ს ესაუბრება გარკვეულ წითელ ხაზებზე და აქ აშშ-ის პასუხია არა ის, რომ ასე ვთქვათ გავლენის სფეროებს თმობს ჩვენს რეგიონში, არამედ პირიქით.ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ მყარად დგას ამ რეგიონში და აპირებს ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ეს არის „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგიც“, – განაცხადა დავითულიანმა.
ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.
თაგები:
ბექა დავითულიანი