ბექა დავითულიანი – ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს


ავტორი
Front News საქართველო
პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს უფლებრივად არავის ღირსებას და უფლებებს არ უნდა ლახავდეს ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ.
“როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და მეორეს მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა დაახლოებით ერთი კვირის წინ იმიტომ, რომ კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება“, – განაცხადა დავითულიანმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია ყველა ჩაერთოს.
„სასურველია ყველა ჩაერთოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში. შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებას და უფლებებს დაიცავს მიუხედავად მათი იდენტობისა და მეორეს მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებში ტენდენციას ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას- შეთავაზებულია, ვისურვებდი ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი – ვისაც ეს ქვეყანა და ქალაქი უყვარს, უნდა უხაროდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა, ვისაც ეს აწუხებს, ისინი ვერ იტანენ, რომ აქ მშვიდობა შენარჩუნდა

ბექა დავითულიანი გენერალური პროკურორის არჩევის წესზე – საიდან და რატომ გაჩნდა 19 აპრილის შეთანხმებაში, რჩება ცოტა გაურკვეველი, ოპოზიციას და ხელისუფლებას ეს შეთავაზება არ ქონია

ბექა დავითულიანი – ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა აღარ მინდა ამ პოლიტიკაში და წავედიო, ახლა იქაც არ დაასვენონ, ეგრე არ არის