
ავტორი
Front News საქართველო
უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანისთვის უცნობია, საიდან და რატომ გაჩნდა 19 აპრილის შეთანხმებაში ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლებას და ოპოზიციას ეს შეთავაზება არ ქონია.
“საიდან და რატომ გაჩნდა, რჩება ცოტა გაურკვეველი, იმიტომ, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას ეს შეთავაზება არ ქონია. მეტიც, შემდეგ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებებში ეს ჩანაწერი გაჩნდა ხელისუფლების და ოპოზიციის დამოუკიდებლად, ერთმანეთში მოვილაპარაკეთ, რომ ეს არა თუ ხელს შეუწყობდა, არამედ შეაფერხებდა მართლმსაჯულებას და მოდით, ამოვიღოთ და ამაზე შეთანხმებულები ვიყავით”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია და ხელისუფლება 19 აპრილის მოლაპარაკების შემდეგ ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ეს კანონი შეაფერხებდა საქართველოში მართლმსაჯულების პროცესს. თუმცა, მოლაპარაკების მიუხედავად, ევრორეკომენდაციებში მაინც მოხვდა.
“მერე, რაღაცნაირად, გადავიდა ევრორეკომენდაციებში და ახლა გვიწევს მივიღოთ კანონი, რომელიც პრაქტიკულად არავის მოგვწონს და არ მიგვაჩნია სწორად. ერთი მხარე და მეორე მხარე, როცა ამბობს რომ ცუდია ქართული მართლმსაჯულებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ხელს ნამდვილად არ შეუწყობს და შეიძლება შეაფერხოს პროცესი. ორი მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არ უნდა იყოს და ჩნდება. არ ვიცი, უხილავი ხელი არ ჩაწერდა”, – განაცხადა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს