
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის თქმით, გიგი უგულავას განცხადებები შეურაცხმყოფელია.
“რაღაც დრამატურგიის განხორციელება პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის, სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იქნება. რაც შეეხება გიგი უგულავას ლანძღვა-გინებას, წყევლა-კრულვას ეთერებიდან, ურჩევნია, დუჟი მოიწმინდოს და საკუთარ თავს მიხედოს. სამოქალაქო დაპირისპირებას ორი მხარე სჭირდება, გიგი უგულავას კი მხარე არ გააჩნია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს