ბექა დავითულიანი – კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს

ავტორი
Front News საქართველო
ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.
“შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული და თუ ეს ასე არ არის, დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს არის „რეალითი შოუ“,- განაცხადა დავითულიანმა.





