
ავტორი
Front News საქართველო
რაც უნდათ ის აკეთონ, უნდათ ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ ცივი წყალი დალიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“ეს არის ხალხი, რომელიც ქმნიდა მოდელირებულ „ქრონიკას“ და დღესაც ამას აკეთებენ. რეალობის მოდელირებას აკეთებენ. საერთოდ კავშირი არ აქვთ რეალობასთან. გუშინწინ IPSOS-ის მონაცემები გააყალბეს და ისიც წესიერად ვერ გააყალბეს. მერე გუშინ სახელდახელოდ რაღაც კომპანია იქირავეს და დღეს ამბობენ, რომ ვითომ სადღაც გაიმარჯვეს. ეს ყველაფერი არის ზღაპარი, მოდელირება და ყველაფერი არის იმისთვის, რომ მხარდამჭერებს შეუქმნან ილუზია, რომლისთვისაც ბრძოლა უღირთ და გამოიყვანონ ქუცაში პროცესების რადიკალიზაციისთვის. რამდენჯერაც ამას შეეცადნენ, იმდენჯერ დამარცხდნენ. შეეგუონ, რომ ამ ფორმულითა და ალგორითმით ისინი ყოველთვის მარცხდებიან.
ჩვენ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ, უნდა დავასრულოთ ამ ხალხთან მუდმივი დაპირისპირება. ჩვენი საქმე ვაკეთოთ და კარგად იყვნენ, რაც უნდათ ის აკეთონ, უნდათ ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ ცივი წყალი დალიონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს