
ავტორი
Front News საქართველო
თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ „ძალიან სამწუხარო და მძიმეა, როცა კახა კალაძე აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან“.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ, რისი გამკეთებლები არიან.
“ეს თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან დამატებითი ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში და კახა კალაძემ ამ თვალსაზრისით სკეპტიციზმი გამოთქვა, ცოტა გაუგებარია და როგორც მინიმუმ, უტიფრობაა ამაზე რაღაც შეცხადება. თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ, რისი გამკეთებლები არიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს