ბექა დავითულიანი – საქართველოს თავისი ისტორიით ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი გამოცემა EURACTIV-ის სტატიას, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს.
“უკრაინა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეს და აქედან გამომდინარე მას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. თუმცა საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული, თან ის იყო ლიდერი მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპასთან ასოცირების კუთხით ყველა პარამეტრით. საქართველოს თავისი ისტორიით ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუ მეტად არა, არავისზე, მათ შორის, არც უკრაინაზე ნაკლებად.
ვინაიდან საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე მისგან იყო აქტუალიზირებული, უკრაინას თავის მხრივ ალბათ, მიაჩნია, რომ ის მომგებიან როლშია და სურს, რომ იქნებ თუ სამივეზე ერთად უფრო რთულია, მარტო მან, ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ მაინც მიიღოს”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული

ბექა დავითულიანი – საქართველოს სამჯერ აქვს რუსეთთან ომი გადატანილი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, არავის მხრიდან დასამუნათებელი არ ვართ

ბექა დავითულიანი – თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, მისცა უკანასკნელი გაფრთხილება