
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო კი მართლა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ამიტომ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სიღრმეში არ შევალ. ეს ადამიანი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმყოფება ომში. მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და, ჩემი აზრით, უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა დავითულიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს