
ავტორი
Front News საქართველო
ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ვაკის პარკის აღდგენის მეორე ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა.
“ვაკის პარკის და კასკადის აღდგენა, რომელიც უკვე წლებია, ამორტიზებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ვაკისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების მანძილზე და ის გახდება ერთერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს