ბექა ძამაშვილი – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება, შეუძლებელია, იყოს სტიგმა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელდება, ცალკე აღებული, თუნდაც რაიმე ნიშნით არის მასტიგმატიზებელი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 %, ან 25 %, რაც იქნება უცხოური დაფინანსება, არამედ მთლიანად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელდება, ცალკე აღებული, თუნდაც რაიმე ნიშნით არის მასტიგმატიზებელი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 %, ან 25 %, რაც იქნება უცხოური დაფინანსება, არამედ მთლიანად. დაინტერესებული პირი რეესტრში როდესაც შევა, ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20 %-ით უცხოეთიდან ფინანსდება და 80 %-ით – საქართველოდან. ცალკე აღებულ ობიექტურ ინფორმაციას ნახულობს. რატომ შეიძლება იყოს მასტიგმატიზებელი, როდესაც ვნახულობ, რომ ორგანიზაციას უცხოეთიდანაც აქვს მიღებული დაფინანსება და საქართველოდანაც? როგორ შეიძლება, ეს რეესტრი, ამის აღმასრულებელი იყოს მასტიგმატიზებელი? უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება, შეუძლებელია, იყოს სტიგმა”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს