ბექა ლილუაშვილი – ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება “ოცნების” შავი საარჩევნო ყულაბაც


ავტორი
Front News საქართველო
სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი – ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება “ოცნების” შავი საარჩევნო ყულაბაც, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
“გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის “ეკონომიკური დუღილის” ფენომენი, ტყუილი – ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!
მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა. ამჯერად ხალხმაც პირდაპირ ამხილა. სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება – ხალხის პრობლემებიც იზრდება.
ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში, ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: “ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული”!
არადა, კვლევის მიხედვით: ყოველ მე-10 ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს. ყოველ მე-4 ოჯახს, მხოლოდ საჭმლისთვის ყოფნის შემოსავალი. მთავარ გამოწვევად ქვეყანაში სიღარიბე და უსაფრთხოება სახელდება. მოქალაქეების 16% ემიგრაციაში წასვლას გეგმავს და ამის მთავარი მიზეზი, სწორედ, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და დაბალი ხელფასებია.
იცით, რატომ არის ასე? რატომ იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს?
იმიტომ რომ ასეთია სწორედ პოლიტიკური კორუფციის ფასი – ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.
თუ სისტემური კორუფცია თქვენს ილუზიებში არ არსებობს, მაშინ რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლცენტრებზე? რატომ არ აფართოებთ დეკლარაციების შემვსებ პირთა წრეს?
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შექმენით საგამოძიებო კომისია ჯორჯიან ეარვეისის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე! რატომ გეშინიათ? ხომ აგზავნიდით სამთავრობო არხებს, მტკიცებულებები გვინდაო? ნუ გადაეფარებით ამ კომისიებს და გექნებათ! დაელაპარაკეთ ქართველ ხალხს! ესაუბრეთ მოშიმშილე აქციის მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც აპროტესტებენ განათლების სისტემის მთლიან პოლიტიზირებას!
ესაუბრეთ ახალგაზრდებს, სადაც ნულოვანი რეიტინგი გაქვთ! ესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებს და მშიერ ბავშვებს რეგიონებში! მაგრამ თქვენ ამის რესურსი არ გაქვთ, უზარმაზარი მხარდაჭერა გქონდათ და ახლა, სისტემას ამოფარებულები, მხოლოდ თქვენი კორუფციით ნაშოვნი ფულის დაცვისთვის ზრუნავთ. მხოლოდ კორუფციული ინტერესით მოძრაობთ – ისიც, ბასლაინში!” – განაცხადა ლილუაშვილმა.
თაგები:
ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი – რატომ გარბის საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი ქვეყნიდან თუ ქვეყნაში ეკონომიკა ასეთი მასშტაბებით იზრდება?

გიორგი გახარია – კითხვები ახლა დაიწყება! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება

ბექა ლილუაშვილი – ხელისუფლება იქცა 25 ოჯახის ბიზნესინტერესების და კორუფციული მიზნების შესრულების ინსტრუმენტად და არა უბრალო ადამიანების პრობლემების მომგვარებლად