ბექა ლილუაშვილი ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებაზე – არაფერი არაა გამორიცხული

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრებმა და პარლამენტარებმა ბექა ლილუაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და უკანონო მიყურადების ფაქტებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.
ბექა ლილუაშვილმა მედიის შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდგომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო დაკავებაზეც უპასუხა.
“როგორც აღვნიშნეთ, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი და პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად არ გამოვრიცხავთ არაფერს. მაშინ როდესაც, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბატონი ბართაია, ჩვენი მხარდამჭერი ციხეშია – არაფერი არაა გამორიცხული“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა
თაგები:
ბექა ლილუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


