Logo

ბექა ლილუაშვილი – როცა ასეთი პოლიტიკური კრიზისია, არ მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა

პოლიტიკა
1224
Frontnews image description

როცა ასეთი პოლიტიკური კრიზისია, არ მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ. 

 

“ქალბატონ ხოშტარიას თავად არ სურს დეპუტატობა და რაც უნდა მიუღებელი იყოს მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ შევეწინააღმდეგებით. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევას, ჩვენ მათთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარს არ დავუჭერთ.  როდესაც ასეთი პოლიტიკური კრიზისია, არ მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს,  ოპოზოციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტა”,  – განაცხადა ლილუაშვილმა, 

 

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობის შემცირება “ქართული ოცნების” ინტერესში შედის. 

 

“ცხადია,  ოპოზიციური მანდატების შემცირება კიდევ უფრო დაამძიმებს პოლიტიკურ მდგომარეობას. მათ შორის იმ დეპუტატების გადაწყვეტილებები, რომლებსაც თავიანთი ნებით სურთ მანდატის დატოვება,  წყალს ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე.   აღსანიშნავია, რომ  “ქართულმა ოცნებამ” ეს საკითხი სწორედ იმ დროს გააქტიურა,  როდესაც ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში უკვე  წარმოდგენილია”, – განაცხადა ლილუაშვილმა. 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატების ელენე ხოშტარიას,  ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და კახა კუჭავასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ოპოზიციიას 2020 წლის არჩევნების შედეგებისადმი გამოცხადებული პროტესტის გამო საარჩევნო სიები განულებული აქვთ, რის შედეგადაც  უფლებამოსილებაშეჩერებული დეპუტატის ადგილმონაცვლის პარლამენტში შემოყვანას ვეღარ შეძლებენ, განსხვავებით მმართველი პარტიისაგან, რომელიც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას ყოფილი დეპუტატით  გია ცაგარეიშვილით ჩაანაცვლებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები