Logo

ბექა ოდიშარია იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
1034
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან.

 

დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იუმი იოშიკავას შეხვდა. 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრამ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეებმა გამოხატეს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

 

ბექა ოდიშარიამ გააცნო ვიცე-მინისტრს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მიმართ, ესაუბრა მას საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციისა და სხვა დემოკრატიული პროცესებზე.

 

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა იომი იოშიკავას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, დახმარების სურვილისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები