ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მიზანია, ფოთელი ახალგაზრდების ჩართვა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხახუბიასთან ერთად 100%-იანი გრანტის მქონე ფოთელ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა განიხილეს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და დაგეგმილია ფოთში ახალგაზრდების ინტერესების ხელშესაწყობად.
“ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ მათ მხარდასაჭერად . მათ შორის ერთ-ერთი ახალი პროგრამაა ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მფლობელებისთვის 1000 ლარიანი ფულადი წახალისება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები მომავალში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიატებიც გახდებიან და ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე

ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია

ბექა ვაჭარაძე – მინდა ვუთხრა ფოთელებს, რომ ყველა შემთხვევას შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ჩვენი მხრიდან

ბექა ვაჭარაძე – ჩვენ გუნდის მიზანია, ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნით თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს