ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია


ავტორი
Front News საქართველო
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში აფროსნობის ტრადიციის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო განსავითარებლად ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე, აფროსანთა კლუბი ნავსადგურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც ფოთელი ახალგაზრდები სრულიად უფასოდ ეუფლებიან სპორტის ამ სახეობას. სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ, როგორც ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ შეჯიბრებებში,ასევე, საერთაშორისო ტურნირებში.
“ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის მიმართ ინტერესის გაზრდასა და სპორტული ტურიზმის რუკაზე ადგილის დამკვიდრებას.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დირექტორთან შეხვედრისას განვიხილეთ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, აფროსნობის ინფრასტრუქტურის გადმოტანა საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან კუნძულის სანაპიროზე”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს