ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტბეტონის გზის საფარი, მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
მიმდინარეობს ტროტუარების და ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ფოთის მერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.


ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი საზრუნავი და საქმე უნდა იყოს, რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა

ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მიზანია ფოთისთვის ტრადიციული წყლის სპორტული სახეობების განვითარება და მეტი პოპულარიზაცია