
ავტორი
Front News საქართველო
სიმბოლურია, რომ კანონპროექტის დამტკიცება და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთდროულად მოხდა, – ასე ეხმაურება ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე პარლამენტის მიერ საკონტეინერო მოსაკრებლის შესახებ კანონის მიღებას.
“გილოცავთ! საკონტეინერო მოსაკრებლის შესახებ კანონი მიღებულია! მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი სრულად დარჩება ქალაქის ბიუჯეტში!
ნიკოს ქალაქი ნიკოს ტრადიციებს მიჰყვება!
სიმბოლურია, რომ კანონპროექტის დამტკიცება და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთდროულად მოხდა.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩვენს მთავრობას, საპარლამენტო გუნდს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ღირსეულ ხმას პარლამენტში გიორგი ხახუბიას!” – წერს ფოთის მერი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ფოთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს