
ავტორი
Front News საქართველო
ფოთში ოჯახის სიწმინდის დღე სადღესასწაულო მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე ოჯახთან ერთად შეუერთდა.
“ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა – გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. გისურვებთ, მუდამ სიყვარული და სიმშვიდე სუფევდეს თქვენს ოჯახებში. სწორედ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
თაგები:
ბექა ვაჭარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს