
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე, 125 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 460 940 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
“აღნიშნულ ლოკაციაზე ფუნქციონირებდა N1 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადგილზე გაგრძელებულიყო სკოლამდელი აღზრდის მრავალწლიანი ისტორია. შესაბამისად, შენობის ავარიულობის დადგენის შემდეგ მივიღეთ დემონტაჟისა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება.
ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს