ბერბოკი – ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა.
“როგორც ჩანს, მას უბრალოდ მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერზე”.
პუტინმა დღეს გასცა განკარგულება, რომ უკრაინაში შობის დღესასწაულზე ცეცხლი შეწყდეს.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს