ბერბოკი – პუტინს ნაადრევად უხარია, ჩვენ გავაფართოებთ და გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმედი უშედეგოა.
“პუტინს ნაადრევად უხარია… რადგან ჩვენ არამარტო გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, არამედ გავაფართოებთ და გავზრდით მას“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, გერმანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაფართოვდება, განსაკუთრებით მომავალ წელს, თუმცა მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია.
როგორც ბერბოკმა აღნიშნა, უახლოეს თვეებში უკრაინა მიიღებს Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას და ელექტროენერგიის გენერატორებს.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს