ბერდია სიჭინავა – ვაშაძე შეიყვანს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას?!

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური პარტიების გაერთიანება დღეს რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება, ვაშაძე შეიყვანს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „სტრატეგია აღმაშენებლის“, “დროასა“ და „გირჩი-მეტის თავისუფლების“ გაერთიანების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, არცერთ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებენ, თუმცა ყველასთან ითანამშრომლებენ.
“ჩვენი პარტია არ აპირებს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას. ზოგადად, გაერთიანების იდეის მწამს, უნივერსალური ფასეულობების მიმართ, მაგალითად როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროინტეგრაცია, დ.ა.შ.
პოლიტიკური პარტიების გაერთიანება დღეს, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება, ვაშაძე შეიყვანს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას, როგორ ფიქრობთ? ვერც “ქართული ოცნება” შეიყვანს, რა თქმა უნდა. ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ, ვაშაძესთანაც, ხოშტარიასთანაც, „ქართულ ოცნებასთან“, “ნაციონალურ მორაობასთანაც“ და კიდევ ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც გადაწყვეტს თავისი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადოს, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი დააყენოს უწინარესად“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
თაგები:
ბერდია სიჭინავა




