
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმა შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვისა და ტერმინალების განვითარების მიმართულებით.
"მივმართავ ბიზნესსაზოგადოებას, რომ არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო გავზარდოთ. ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს. ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება.
მჯერა, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება.
თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ", - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
თაგები:
სერდარ ბერდიმუჰამედოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს