Logo

ბერლინში გიგანტური აკვარიუმი გასკდა

მსოფლიო
383
Frontnews image description

ბერლინში, სასტუმრო “რედისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა და სასტუმროს მისაღები და მიმდებარე ქუჩები დატბორა. 

 

AquaDom-ში 1500 ტროპიკული თევზი იყო მოთავსებული. 

 

მისი სიმაღლე 14 მეტრი იყო და მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვარიუმად იყო ცნობილი.

 

პოლიციის ინფორმაციით, შუშის ნამსხვრევებმა ორი ადამიანი დააზიანა. 

 

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია, აკვარიუმს რეაბილიტაცია ბოლოს 2 წლის წინ ჩაუტარდა. 

თაგები:

ბერლინი
Advertisement